logo
ENG



მაქარაშვილი: სასამართლო და პოლიცია მუშაობს ისე, როგორც ბიძინა იძახის

17 დეკ 201916:09
3 წუთის საკითხავი
 
vr3r1vjqd502312.jpg

საკრებულოსთან დაკავებული აქტივისტებისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლის სასამართლო სხდომა დღეს უნდა ჩაინიშნოს.

როგორც სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან და ბიძინა ივანიშვილის სურვილებით მომუშავე სასამართლოსთან.

„ძალიან ბევრი პროცედურული დარღვევით მოხდა დაკავება, შერჩევით სამართალზე რომ არ ვილაპარაკოთ. თავზე გვენგრევა ქვეყანა, სასამართლო მუშაობს ისე, როგორც პოლიცია - როგორც ბიძინა იძახის", - აცხადებს გიგა მაქარაშვილი.

დაკავებული აქტივისტების ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე აცხადებს, რომ პოლიციის მხრიდან არათანაზომიერი ძალა იქნა გამოყენებული და ეს იმ კადრებიდანაც ჩანს, რაც მედიის საშუალებით ინტერნეტში გავრცელდა.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გადმოყვანილნი არიან სასამართლოს შენობაში. გავეცანი ინტერნეტით გავრცელებულ კადრებს და ისინი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ სამართალდამცველების მხრიდან გამოყენებული ძალა თანაზომიერი არ არის", -აცხადებს ნესტან ლონდარიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს საკრებულოსთან ოთხი ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის. ორი მათგანი მოძრაობა „შეცვალეს“ წევრია, ერთი მოძრაობა „გაბედესი“, ხოლო მეოთხე დაკავებული საკრებულოს აპარატის თანამშრომელია.


close დახურვა