logo
ENG



მაქარაშვილი: შრომის ინსპექციამ გვითხრა, რომ რესტორანი 10 000 ლარით დააჯარიმეს

31 მარ 202123:37
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/31/ah267cz9r8fppwe.jpg

აქტივისტის გიგა მაქარაშვილის განცხადებით, რესტორანი, სადაც რუსი პროპაგაანდისტი ვლადიმირ პოზნერი იმყოფება და საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავს, შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

თუმცა ფორმულასთან საუბარში მაქარაშვილი აცხადებს, რომ პოზნერი ტანხმლებ პირებთან ერთად ქეიფს აგრძელებს.

"ჩართეს შიგნით ელექტროენერგია, გენერატორი აამუშავეს. ცენტრალური გასასვლელიდან გამოვიდა შრომის ინსპექციის თანამშრომელი, რომელმაც თქვა, რომ 10 000 ლარი ჯარიმა გამოუწერეს და ამით ამოიწურა მათი საქმიანობა და წავიდნენ. ახლა შიგნით გრიალი გრძელდება", - განაცხადა მაქარაშვილმა.

საქართველოში მყოფმა რუსმა პროპაგანდისტმა, ვლადიმირ პოზნერმა და მასთან მყოფმა 50-მდე ადამიანმა კაფე სტამბიდან რესტორან ვინოტელში გადაინაცვლეს. ისინი პოზნერის დაბადების დღის აღნიშვნას აპირებენ და ამავდროულად, კომენდანტის საათს არღვევენ.

ვინოტელთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ "ოკუპანტ ღორებს" არ მისცემენ მშვიდად დროსტარების საშუალებას. ამასთან, აქტივისტები პოლიციას მოუწოდებენ, რომ აღკვეთონ დანაშაული - კერძოდ, 50 კაცის მიერ კომენდანტის საათის დარღვევა. 

ისინი სკანდირებენ:"პუტინ ხუილო". 

პროტესტის შემდეგ, პოლიციის წარმომადგენლმა განცხადა, რომ ისინი შევიდოდნენ ვინოტელში და კანონდამრღვევებს დააჯარიმებდნენ.

როგორც შსს-ში ფორმულას განუცხადეს, პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია. უწყების განცხადებით, პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და არა ერთხელ იმყოფებოდა საქართველოში.

რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში დღეს, 31 მარტს ჩამოვიდა. 

მასთან ერთად მოსკოვიდან თბილისში აირზენას ჩარტერული რეისით შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, სულ 50 ადამიანი.

ვლადიმირ პოზნერს ხვალ, 1-ლ აპრილს დაბადების დღე აქვს. 

მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი".  


close დახურვა