logo
ENG



მაქვს განცდა, რომ საკმარისი რაოდენობა დღეს შეგროვდება - დაჩი ბერაია კანონპროექტის ჩავარდნაზე

14 ნოე 201912:34
3 წუთის საკითხავი
 
edopsd6xbvgt6k5.jpg

მაჟორიტარი დეპუატატი დაჩი ბერაია მიიჩნევს, რომ დღეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტი ჩავარდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ივანიშვილთან საკამოდ ემოციური შეხვერა ჰქონდა, თუმცა ის მაინც საკუთარ პოზიციაზე რჩება. 

"ვისაუბრეთ დიდხანს. გვქონდა არგუმენტების გაცვლა, მან ჩემი მოისმინა, მე კი მისი. ემოციურად მძიმე შეხვედრა იყო და ერთგვარი წყენაც კი გამოვიწვიე მასში, თუმცა დავრჩი მაინც ჩემს პოზიციაზე. იყო თხოვნა და მითითება ივანიშილისგან, რომ მხარი დამეჭირა პროპორციული არჩევნებისთვის",- ამბობს ბერაია. 

ჯურნალისტების კითხვაზე, რომ ოპოზიცია პროცესებს ხელოვნურსა და მართულს უწოდებს, დაჩი ბერაიამ ეს განცხადებები ზღაპრად შეაფასა - "არასერიოზული და უპასუხისმგებლო პოზიციის, მეზღაპრეობაზე მე კომენტარს ვე გავაკეთებ",- განაცხადა ბერაიამ. 

მანდატის დატოვებას ამ ეტაპზე ბერაია გამორიცხავს, რადგან ის აღნიშნულის საჭიროებას ვერ ხედავს.

"კანონპროექტის არ დავუჭერ მხარს. თუ მაინც ჩავარდება და ამის შემდეგ დადგება ჩემის მანდატის დატოვების შესახებ საკითხი, დავტოვებდი მანდატს, მაგრამ პარტიიდან არ წავალ. მაქვს განცდა, რომ საკმარისი რაოდენობა დღეს შეგროვდება. თანაც დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება თავისუფალ კენჭისყრასთან დაკავშირებით და შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ მანდატს არ დატოვებს არავინ",- აღნიშნა დაჩი ბერაიამ. 

 


close დახურვა