logo
ENG



მაღაზიები პროდუქტებით სრულად არის მომარაგებული - რა ვითარებაა მარნეულში

27 მარ 202012:27
3 წუთის საკითხავი
 

უკვე მეხუთე დღეა მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო ზონად არის გამოცხადებული. მარნეულის ტერიტორიაზე მოქალაქეებს მხოლოდ სპეციალური შემოწმების შემდეგ უშვებენ.

მარნეულისა და ბოლნისის წარმომადგენლებს შორის შეხვერა გაიმართა, რომელზეც საუბარი იმ პრობლემებს შეეხო, რომლის წინაშეც შესაძლოა ორი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დადგეს. 

ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი ამბობს, რომ რეგიონში საკვები პროდუქტების დეფიციტი არ არის. ამასთან, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ქალაქში 40 ათასი ბურღულეული პროდუქტი ჩავა და ადგილობრივ სუპერმარკეტებში დარიგდება. 

რეხვიაშვილის თქმით, რეგიონში უბნების დეზინფექცია აქტიურად მიმდინარეობს.

"ყველა სავაჭრო დაწესებულება პროდუქტებით სრულად არის მომარაგებული. ჩვენ სოფლის მეურნეობის მინისტრი გვყავდა რამდენიმე დღის წინ და მისი ჩამოსვლის ძირითადი მიზანი იყო, რომ სოფლებში, მომარაგებაზე რაიმე ხარვეზი არ ყოფილიყო. საველე ჰოსპიტალში იყო გუშინ 8 ადამიანი და ყველგან პასუხები უარყოფითია. დატვირთულობა ამ ჰოსპიტლის არის ჩვეულებრივი და რიგებიც არ არის", - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა. 

რაც შეეხება ტრანზიტულ ავტომობილებს, მათ მარნეულში შესვლის უფლება აქვთ, თუმცა იმ პირობით, რომ ისინი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ გაჩერდებიან. 


close დახურვა