logo
ENG



მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებლებს დიალეზის გასაკეთებლად სხვაგან გადასვლა უწევთ

19 თებ 202219:51
3 წუთის საკითხავი
clock 614

მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს, საკუთარი სახლების მიტოვება იძულებით მხოლოდ ერთადერთი მიზეზის გამო უწევთ - ადგილზე მათთვის არ არსებობს კლინიკა, სადაც დიალიზის პროგრამით სარგებლობას შეძლებენ. ადამიანები ტოვებენ იმ სახლებს, რომლებშიც დაიბადნენ და გაიზარდნენ, ტოვებენ ოჯახებს და საცხოვრებლად გადადიან ისეთ ქალაქებში, სადაც საჭირო დახმარებას გაუწევენ.

სიუჟეტის გმირები, რომლებიც მთის ამბებმა მოძებნა, ხმამაღლა ყვებიან იმ პრობლემების შესახებ, რასაც უკვე წლებია ებრძვიან. საკითხი განსაკუთრებით მწვავეა ზემო სვანეთში. ისინი, ვინც საცხოვრებლის დატოვებაზე უარს ამბობს, იძულებულნი არიან, დიალიზის გასაკეთებლად მესტიიდან ზუგდიდში ყოველ მეორე დღეს იარონ. მეტიც, ზოგიერთი საკუთარ სიცოცხლეს ყოველდღიურად რისკავს და ფინანსური სახსრების არქონის გამო კლინიკაში არა კვირაში სამჯერ, არამედ ერთხელ მიდის.


close დახურვა