logo
ENG



მაღაროელები მე-4 დღეა შიმშილობენ - ჭიათურაში სახალხო დამცველი ჩავიდა

15 ივნ 202315:29
3 წუთის საკითხავი
 

ჭიათურაში სახალხო დამცველი ჩავიდა. ლევან იოსელიანი პროტესტის მონაწილეებს ხვდება. უკვე მეოთხე დღეა მაღაროელები შიმშილობენ. მიუხედავად არაერთი მცდელობისა გაფიცულებსა და მენეჯმენტს შორის კონსენსუსი ვერ შედგა.

3 ათასზე მეტი დასაქმებული არსებულ პირობებს მე-10 დღეა აპროტესტებს, მაღაროელები ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ. ამ დრომდე ყველა მაღარო გაჩერებული და პარალიზებულია.

ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შესაძლებლობების ფარგლებში აკეთებენ ყველაფერს, რათა მხარეებს შორის შეთანხმება შედგეს.

"ეს ხალხი არ არის განწყობილი რადიკალურად. ისინიც მზად არიან, წავიდნენ დათმობებზე, მაგრამ ამავდროულად მეორე მხარესაც მოუწოდებენ დათმონ. ვიცი, რომ დანიშნულია სახელმწიფოს მიერ მედიატორია დანიშნული, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე. ჩვენ, მათ შორი, ჩართულები ვართ შრომის ინსპექციის მონიტორინგის მიმართულებით და მათგან ვიღებთ ინფორმაციას შრომითი უფლებებისა და მდგომარეობის შესახებ", - განაცხადა იოსელიანმა.


close დახურვა