logo
ENG



მაღლაფერიძე: პარლამენტი, სამინისტრო, ყველანაირი შეთქმულების თეორია გამორიცხეთ

18 აგვ 202016:55
3 წუთის საკითხავი
 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე საქმიანობის აღმასრულებელ ან საკანონმდებლო ხელისუფლებაში გაგრძელებას გამორიცხავს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მუშაობას ტელესკოლაში, 2 საგანმანათლებლო პროექტზე გააგრძელებს.   

"რომ აღარ დასვათ შემდეგი შეკითხვები, პარლამენტი, სამინისტრო და ყველანაირი შეთქმულების თეორია, თუ გინდა ბელორუსიაც მიაყოლეთ, გამორიცხეთ. ერთადერთი, რაზეც მუშაობას გავაგრძელებ, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი და საპატიოა, ჩემი პროფესიის ძალიან დიდი ნაწილი იყო მასწავლებლობა და ტელესკოლაში, რომელიც შევქმენით, მაქვს ორი პროექტი. ამასაც გავაკეთებ იანვრამდე, იანვრის მერე შევხედოთ როგორ იქნება საქმე“, - განაცხადა მაღლაფერიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. არხის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, გენერალური დირექტორის მოვალეობას თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს.


close დახურვა