მაშველებმა ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი მე-3 გარდაცვლილი იპოვეს. იქამდე კი სამძებრო სამუშაოების შედეგად, მეწყერში მოყოლილი ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ისინი მეწყერის მიერ წაღებულ სახლთან, ავტომობილში ისხდნენ.
გვიან ღამით ხელვაჩაურში მეწყერმა სახლი წაიღო, სადაც 3 ადამიანი იყო. დაკარგულად ითვლებოდა სახლთან მდგარ მანქანაში მყოფი ორი მოქალაქეც.
სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.