logo
ENG



მაჩალიკაშვილი: ივანიშვილი დარწმუნდა, რომ არჩევნები წაგებული აქვს და ახლა ხალხს ცდის

12 ნოე 201921:42
3 წუთის საკითხავი
 
rg3cwb77r8105a7.jpg

გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა" მალხაზ მაჩალიკაშვილმა განცხადა, რომ ხელისუფლება ხალხის რეაქციას ცდის.

„ხელისუფლებამ ჩაატარა კვლევები, დარწმუნდნენ, რომ 2020-ში 1000%-ით არჩევნები წაგებული ჰქონდათ და ამიტომაც ახლა უნდათ, გამოცადონ ხალხი, რა აზრისა იქნებიან. ეცდებიან, რომ ჩააგდონ პროპორციული არჩევნების თემა, მაგრამ მაჟორიტარული კი არა, პროლეტარული არჩევნები რომ შექმნას ბიძინამ, მას მე პირადად შევპირდი ერთი კვირის წინ, ძმარს გადენ-მეთქი 2020 წელს. რომ მივაღწიო ჩემს სიმართლეს, რომ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ჩემთან დამნაშავეები არიან და რომლების გამოც მიწევს ამ ორწლიანი ჯოჯოხეთის გამოვლა, მე ვთქვი, ეშმაკსაც შევეკვრები-მეთქი,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი კანონპროექტი 2020 წელს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. საკონსტიტუციო ცვლილებას 113 დეპუტატის ხმა სჭირდება. მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილმა განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ კანონპროექტს მხარი დაუჭირონ. თუ მაჟორიტარების მუქარა შესრულდება და 40 დეპუტატი ცვლილებებს გაემიჯნება, კანონპროექტი ჩავარდება.

 


close დახურვა