„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირადად ივანიშვილის ხერხემალია,“- ამის შესახებ განცხადებას თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში" აკეთებს.
მისი განცხადებით, ყველა ვინც დამნაშავეა აუცილებლად დაისჯება.
"ამ ყველაფერმა მე პირადად დამანახა ის რაც ამათ ჩაატარეს ზედაპირულად ასეთი მასშტაბური სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში. არცერთ სპეცრაზმელს და არცერთ იმ დამნაშავეს ვინც ამ დანაშაულში იღებდა მონაწილეობას არცერთს არ აქვს "პატაკი" დაწერილი. ყველაფერი ზეპირსიტყვიერად ხდებოდა. ამ ადამიანების დაკითხვა პროკურატურაშიც ფორმალურად მოხდა. მე ეს ვიცოდი იმიტომ, რომ ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ამ ხელისუფლების ხერხემლად მიიჩნევა. სუს-ი პირადად ივანიშვილის ხერხემალია და თუ ამ ხერხემალს "გრიჟა" გაუჩნდება მათი საქმე წასულია და ამიტომ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის რომ ეს საქმე ჩაფარცხონ და გადაფარონ ყველაფრით. მაგრამ ეს არ მოხდება ამას არ დავუშვებთ. ყველა დამნაშავე დაისჯება," - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.