"ნებისმიერ აქციაზე მივალ, ვინც არის დღევანდელი სახელმწიფოს - სასამართლოსა და პროკურატურის მსხვერპლი", - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მიერ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
მაჩალიკაშვილის თქმით, ბაჩალიაშვილის საქმის ირგვლივ ბევრი უპასუხო კითხვაა.
"ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვები მაქვს, მაგრამ პასუხის გამცემი არავინაა, როგორც არ იყო ჩემს საქმესთან დაკავშირებით. ნებისმიერ აქციაზე მივალ, ვინც არის დღევანდელი სახელმწიფოს - სასამართლოსა და პროკურატურის მსხვერპლი, მათგან განწირული და დაჩაგრული. მე ნებისმიერ ადამიანთან მივალ, ნებისმიერ რეგიონში, ყველას გვერდში ვიქნები ვინც უსამართლო ბიძინა ივანიშვილისგან დაიჩაგრა", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
40 დღეზე მეტია ოჯახი საგამოძიებო უწყებისგან დროულ გამოძიებას და კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვს. ოჯახი მოითხოვს რომ პროკურატურამ სუს-ის სამი ავტომობილის გადაადგილების ამსახველი სრული ჩანაწერი გაასაჯაროონ.
ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.