logo
ENG



მაჩალიკაშვილის ადვოკატი: მოწმეების უმრავლესობა არის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომელი

25 ნოე 201908:37
3 წუთის საკითხავი
 
wses22i32efbrwj.jpg

მორის მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება. პროცესი 13:00 საათზე დაიწყება. მაჩალიკაშილის ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლო რამდენიმე მოწმის დაკითხვას გეგმავს. საქმეში მოწმეების უმრავლესობა სამართალდამცავი უწყების თანამშრომელია. 

„არც ერთი მოწმის ჩვენება, რაიმე სახის მითითებას მორის მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივი ქმედების თაობაზე არ შეიცავს და აბსოლუტურად გაუგებარია ამ მოწმეების შემხებლობა მორის მაჩალიკაშვილთან. მოწმეების აბსოლუტური უმრავლესობა არის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომელი, ვგულისხმობ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს“,-განაცხადა ქეთი ჩუთლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მორის მაჩალიკაშვილი 26 ივლისს დააკავეს. პროკურატურა მას 20 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.


close დახურვა