მაჩალიკაშვილების ადვოკატი თამთა მიქელაძე პანკისში სპეცოპერაციის საქმეზე მაღალჩინოსნების დაკითხვას ფორმალურ ჟესტად აფასებს. როგორც მიქელაძე "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, პროკურატურას სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელისთვის კრიტიკული კითხვები არ დაუსვამს. თამთა მიქელაძის თქმით, ახსნა-განმარტების ოქმმა აჩვენა, რომ სპეცოპერაციის დაგეგმვისას, რისკების წინასწარი შეფასება არ მოხდა.
"სუს-ის მაღალჩინოსნების დაკითხვის ოქმების შესწავლამ აჩვენა, რომ პროკურატურამ კრიტიკული კითხვები არ დაუსვა და მათი გამოკითხვა არსებითად ზედაპირული და ფორმალური ხასიათის იყო. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ იგივე ბატონი გომელაურის ახსნა-განმარტება აჩვენებს, რომ რეალურად არ მომხდარა სუს-ის მიერ ოპერაციის დაგეგმვის პროცესში რისკების შეფასევა და ძალადობის გამოყენების მინიმიზაციის გეგმა სუს-ს არ ჰქონდა", - განაცხადა ადვოკატმა.