logo
ENG



მაჩალიკაშვილის თქმით, ვახტანგ გომელაურს მასთან კომუნიკაციის მცდელობა ჰქონდა

07 ნოე 201921:33
3 წუთის საკითხავი
 
6d681alv1w1u6be.jpg

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა" თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს ვახტანგ გომელაურს მასთან კომუნიკაცია უნდოდა.

„ყველას ჰქონია ჩემთან კომუნიკაციის მცდელობა, ყველას. არ ვიცი რისი შემოთვლა უნდოდა, მაგრამ ყველას ჰქონდა მცდელობა," - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში საკუთარ სახლში სპეცოპერაციისას 2018 წლის 26 დეკემბერს დაჭრეს. 10 იანვარს თემირლანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. თემირლანის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ დრომდე ითხოვს დააკავონ პირი, რომელმაც სასიკვდილო გასროლა განახორციელა და აგრეთვე სპეცოპერაციის ბრძანების გამცემი. თუმცა, ამ დრომდე თემირლანის საქმეზე არავინ დაუკავებიათ. მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ მისი მოთხოვნების შესასრულებლად კარავი აქვს გაშლილი და აცხადებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს.

 


close დახურვა