logo
ENG



მაჩალიკაშილი: განახლებული ძალებით დაიწყება ამ სისხლიანი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა

29 იან 202008:15
3 წუთის საკითხავი
 

მალხაზ მაჩალიკაშვილი პროტესტს განაგრძობს - ამჯერად ის ბანერის დადგმას კონკრეტულ ადგილას გეგმავს. თუ რა ტერიტორია შეარჩია თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ ბანერისთვის, ამის შესახებ დღეს ისაუბრებს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ფიქრობს, რომ 2 წლის განმავლობაში პროკურატურას მისი შვილის საქმეზე გამოძიება არც დაუწყია. როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის მამა "ფორმულასთან" საუბრისას აღნიშნავს, საგამოძიებო უწყებისგან მსგავსი ქმედება მისთვის მოულოდნელი არ იყო. მისივე განმარტებით, ის დანებებას არ აპირებს.

"საქმე დაწყებულიც არ ყოფილა. საერთოდ გამოძიება არ ყოფილა და თემირლანს ბრალიც არ ჰქონია წაყენებული. ვიცოდი, რომ ეს ასეც მოხდებოდა. ამიტომ განახლებული ძალებითა და გეგმებით დაიწყება ამ ბინძური, სისხლიანი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა",-აცხადებს მაჩალიკაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი, მოცემულ საქმეზე გამოძიება შეწყდა.



close დახურვა