logo
ENG



მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალი შესრულდა

18 აპრ 202014:55
3 წუთის საკითხავი
 
wui7v9ma358mk7y.jpg

იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ცეცხლი გადმოვიდა. იქამდე იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა, გარდამოსვლის შემდეგ კი ცეცხლი საფლავიდან გამოიტანა. რიტუალს ტაძარში მართლმადიდებელი ეკლესიის 15-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

სხვადასხვა ქვეყანაში ცეცხლს სპეციალურად დანიშნული ფრენებით წაიღებენ. თვითმფრინავის ბორტზე მყოფ პირებს ხომალდიდან გადმოსვლის უფლება არ ექნებათ და მათ ცეცხლს ბორტზე მიაწვდიან.

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში აღდგომის ღამეს 23:00 საათის შედეგ ჩამოიტანენ.

იერუსალიმი ქრისტიანულ დღესასწაულს შეზღუდვებით შეხვდა. აღდგომის ტაძარი მრევლისთვის ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველად დაიკეტა. იერუსალიმის ძველ ქალაქში პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების დაცვას სამართალდამცველები მკაცრად აკონტროლებენ.

ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი, აღდგომის დღესასწაულს და წინასადღესასწაულო მსახურების დღეებს, წელს უჩვეულოდ ხვდება. COVID 19-ის პანდემიამ, უამრავი მორწმუნე საკუთარ სახლებში დატოვა. 

რელიგიური სწავლების მიხედვით, ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.


close დახურვა