logo
ENG



მაჭავარიანი: ტურიზმი წლის ბოლომდე ნაწილობრივი მასშტაბითაც კი ვერ აღდგება

06 აგვ 202013:15
3 წუთის საკითხავი
 
sn4rsn40qnuxscb.png

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განმარტებით, მთავრობის დახმარებების მესამე ფაზის შემუშავება იმიტომ გახდა საჭირო, რომ ზამთარი საქართველოს მოსახლეობისთვის ეკონომიკურად მძიმე იქნება. მისი თქმით, კოვიდპანდემიის სიტუაციის გამო ქვეყანაში წლის ბოლომდე ტურიზმი ნაწილობრივი მასშტაბითაც კი ვერ აღდგება. 

"ზამთარი, ჩვენი ხედვით და მოსაზრებით, არ იქნება იოლი. ეკონომიკური პროცესის აღდგენა წავა წლის მეორე ნახევარში, რასაკვირველია, ბევრად უკეთესი იქნება, თუმცა სრულ აღდგენას არ ველოდებით ტურიზმის გამო. ვარაუდი იყო, რომ 1 ივლისიდან შეიძლებოდა ქვეყანა სრულად გახსნილიყო, თუმცა, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში პირველი ტალღა გაგრძელდა, ევროპის ქვეყნებში მეორე ტალღა წამოვიდა.

შესაბამისად, ამან ცხადი გახადა, რომ წლის ბოლომდე სრული მასშტაბით, თუგინდ ნაწილობრივი მასშტაბით ვერ აღდგება ტურიზმი და ამან დაგვანახა ახალი გამოწვევები. შესაბამისად, ზუსტად მესამე ეტაპის ღონისძიებები შემუშავდა აი ამ კონტექსტის გათვალისწინებით", - განაცხადა მაჭავარიანმა. 

სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე დღეს პრემიერმა გახარიამ სოციალური დახმარებების ახალი პაკეტის შესახებ ისაუბრა. 

გახარიამ განაცხადა, რომ 80 000 მოქალაქე, რომელმაც დოკუმენტების შეგროვება ვერ მოახერხა, ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებს.

მისი თქმით, მთავრობა განაგრძობს კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას და ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, თვეში 200 კილოვატ-საათი ელექტროენერგიისა და 200 კუბური მეტრი გაზის საფასურს თავად დაფარავს.

გახარიამ ასევე განაცხადა, რომ 18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს მთავრობა ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება, ხოლო სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთა ქულაც 150-მდეა, ერთი სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ.


close დახურვა