logo
ENG



მაჭარაშვილი დარბევაზე: უზრუნველყოფილი უნდა იყოს საზოგადოებრივი წესრიგი

26 ნოე 201911:02
3 წუთის საკითხავი
 
zqktrsqp2tmo368.jpg

მმართველი პარტიის წევრი, გურამ მაჭარაშვილი დღეს გამთენიისას პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოში უზრუნველყოფილი უნდა იყოს წესრიგი.

„ყველას შეუძლია თავისი პოზიცია დააფიქსიროს, თუმცა მეორესმხრივ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის დამახსიათებელია, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს საზოგადოებრივი წესრიგი. ჩვენს ძვრფას ოპონენტებს სამწუხაროდ ავიწყდებათ, რომ პარლამენტი არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური ორგანო, ის აირჩია საქართველოს მოსახლეობამ და ის არის ასევე კანონშემოქმედებითი ორგანო და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ როგორც პოლიტიკური პროცესები წარვმართოთ, ასევე კანონშემოქმედებით საქმიანობას მივყოთ ხელი და ის მიმდინმარე დღის წესრიგი, რაც არის გათვალისწინებული, მივიყვანოთ ბოლომდე“,-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილმა ასევე ისაუბრა იმ საერთაშორისო გამოხმაურებებზე, რაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მოჰყვა. ის პასუხისმგებლობას ოპოზიციის წევრებს აკისრებს და აცხადებს, რომ ისინი აჩვენებენ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ მათ თავიანთი პოზიციის გამოხატვა კონსტიტუციის ფარგლებში არ შეუძლიათ.

„სესიები გრძელდება ასევე კომიტეტებ, აქედან გამომდინარე ძალინ ცუდია, რომ ჩვენი პოზიციის ნაწილი აჩვენებს საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს იმას რომ მათ არ შეუძლიათ თავიანთი პოზიცია დააფიქსრიონ კონსტიტუციის ჩარჩოებში და ორიენტირებული არიან იმაზე, რომ შექმნან რაღაც ილუზია დესტრუქციის“,-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.


close დახურვა