ქართული ოცნების დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ომბუდსმენის ზოგიერთი განცხადება არ არის თავსებადი "ზოგადად სახალხო დამცველის ინსტიტუტთან".
მაჭარაშვილის თქმით, ნინო ლომჯარია შერჩევით იცავს ადამიანის უფლებებს და "ამიტომაც აქვს მას დაბალი რეიტინგი".
"სამწუხაროდ, სახალხო დამცველის ზოგიერთი განცხადება არ არის თავსებადი ზოგადად სახალხლო დამცველის ინსტიტუტთან. ეს სამწუხაროდ არა ერთხელ დადასტურდა. დღევანდელ პირობებში, როდესაც მთელი ქვეყანა მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭება მოხდეს, სახალხლო დამცველს რატომღაც ერთი ან ორი პატიმარი ახსენდება. მე კითხვა ერთხელ დავსვი და პასუხი ვერ მივიღე, თუ არსებობს ისეთი პატიმარი, რომლის მდგომარეობაც ისეთ დეტალებში იცის სახალხლო დამცველმა, როგორიც ამ შემთხვევაში პატიმარ სააკაშვილთან და გვარამიასთან დაკავშირებით. ამიტომ, გამოდის, რომ სახალხო დამცველი ირჩევს შერჩევით სახალხლო დამცველობას და შერჩევით ადამიანის უფლებების დაცვას. ეს მისი პრობლემაა, ამიტომაც აქვს მას ასეთი დაბალი რეიტინგი, როგორიც აქვს", - ამბობს მაჭარაშვილი.
სახალხლო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართა.
ომბუდსმენი ნიკა გვარამიას განაჩენის შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია როგორც მსჯავრდების, ისე - სასჯელის განსაზღვრის კუთხით.