თბილისში, მახალდიანის ქუჩის 28 ნომერში ორი ორსართულიანი სახლი დაიწვა. ამის შესახებ „ფორმულას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 15 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული, რომლებიც ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.
სახლებიდან უკვე განხორციელდა მოქალაქეების ევაკუაცია. შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა.