logo
ENG



მახალდიანის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 8 ოჯახი დაზარალდა

13 ივნ 202012:43
3 წუთის საკითხავი
 

ხანძარი ნაძალადევში, მახალდიანის ქუჩაზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. დაზარალდა 8 ოჯახი. იყო ხანძრის ფართო მასშტაბებზე გავრცლების რისკი, თუმცა მისი ლოკალიზება მეხანძრეებმა მოახერხეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„7-ის ნახევარზე შემოვიდა ინფორმაცია, რომ მახალდიანის 28-ში იწვოდა რამდენიმე სახლი, ადგილზე  წუთში მობილიზებული იყო 15 ავტოსისტება და სამაშველო ჯგუფები. ამ დროისთვის ხანძარი არის ლოკალიზებული და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, დაშავებული არავინ არ არის ასევე დროულად მოხდა ხალხის ევაკუაცია“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ.

ხანძარი ნაძალადევში, 12 ივნისს მოხდა, მახალდიანის ქუჩის 28 ნომერში ორი ორსართულიანი სახლი დაიწვა. 


close დახურვა