logo
ENG



მახინჯაურის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს

23 მაი 202018:05
3 წუთის საკითხავი
 
ev38pvu4bn47ify.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით მახინჯაურის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოძალვის ფაქტზე, მახინჯაურის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი - მ.დ. დააკავეს. გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს”, - აცხადებენ უწყებაში.


close დახურვა