logo
ENG



მაჰაჩყალას აეროპორტში 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

30 ოქტ 202310:04
3 წუთის საკითხავი
 

გუშინ, მაჰაჩყალას აეროპორტში შეჭრის შემდეგ, 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა - Meduza-ს ცნობით, 10 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს, დანარჩენს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

დაღესტნის ქალაქ მაჰაჩყალას აეროპორტში ბრბო შეიჭრა. ამ დროს აეროპორტში თელ-ავივის რეისი დაეშვა, მათი მოტივი კი ებრაელ მგზავრებზე თავდასხმა იყო. ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს ისრაელშიც და რუსეთს მათი მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდეს.

პრემიერმინისტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "სახელმწიფო უდიდესი სერიოზულობით უყურებს ისრაელის მოქალაქეებისა და ებრაელების მიმართ ზიანის მიყენების ნებისმიერ მცდელობას, ნებისმიერ ადგილას".

მათი თქმით, ისრაელის ელჩი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტზეა და პროცესში ჩართულია.


close დახურვა