logo
ENG



მგალობლიშვილი: მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ ჩინეთიდან გამოსული ინვესტიციების მოზიდვა შეძლოს

10 აპრ 202022:35
3 წუთის საკითხავი
clock 622

არაბთა გაერთიანებული საემიროების ეროვნული თავდაცვის კოლეჯის პროფესორმა გეგა მგალობლიშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ მსოფლიო პანდემიის შედეგად გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრა. როგორც მგალობლიშვილმა გადაცემაში განაცხადა, ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იფიქროს გრძელვადიან ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა შეძლოს და ჩინეთიდან გამოსული ინვესტიციები მოიზიდოს.

„არ არსებობს კრიზისი რომლიდანაც არ შეიძლება გარკვეული შესაძლებლობების მოძებნა. დღეს, როცა ათასობით ჩვენ მოქალაქეს უჭირს ძალიან ძნელია იფიქრო მომავალზე და რაღაც შესაძლებლობებზე. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლება ფოკუსირდეს გრძელვადიან შესაძლებლობებზე. იაპონიის სტიმულირების პაკეტის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც არის ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირება, ეს არის ის ერთ-ერთი ტენდენცია, რომელიც მკვეთრად გამოიკვეთა და გაგრძელდება მომავალშიც, რაც არის გლობალური მიწოდების ჯაჭვის მნიშვნელოვანი ცვლილება ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირება. მე ვთვლი, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ჩვენთვის. საქართველოს აქვს პატარა ეკონომიკა და მნიშვნელოვანი არის რომ მაქსიმალური ენერგია ჩაიდოს, რომ მოხდეს ჩინეთიდან გამოსული ინვესტიციების მოზიდვა. ეს არ არის მარტივი საქმე, დიდი კონკურენციაა, იმიტომ რომ ბევრი ქვეყანა არის დღეს ეკონომიკური კრიზისის წინაშე და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლების მკვეთრი შეთავაზება პოტენციური ინვესტორებისთვის“,-განაცხადა გეგა მგალობლიშვილმა.


close დახურვა