ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების ვირუსზე შემოწმება გრძელდება.
გვიან ღამით შემოწმება რომიდან და მილანიდან ჩამოსულმა მგზავრებმა გაიარეს და კითხვარები შეავსეს.
ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არცერთ მგზავრს არ აღმოაჩნდა. მგზავრები ამბობენ, რომ იტალიაში საქართველოსთან შედარებით გაცილებით უფრო მშვიდი მდგომარეობაა.
„მილანიდან ჩამოვედი. 6 თვე ვცხოვრობ იქ. მაგრამ იქ არანაირი არეულობა არ არის. ქალაქში და ხალხში სიმშვიდეა და არანაირი პანიკას არ აქვს ადგილი“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მგზავრმა.