ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების წესით ჩატარდება.
უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მომავალ წელს ყველა არჩევნებში ყველა ის პუნქტი იქნება დაცული, რაც იყო 2017 წელს.
"2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ყველა იმ წესით, ყველა ნორმის დამთხვევით, რა წესითაც ჩატარდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მაჟორიტარების რაოდენობით, შესაბამისი პროპორციით, 4%-იანი ბარიერით და ა.შ. 2017 წელს რაც იყო, ყველა პუნქტი იქნება დაცული. არც ერთი სხვა გადაწყვეტა არ იქნება შედეგის თვალსაზრისით"- თქვა მდინარაძემ.
მდინარაძე: 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის წესებით ჩატარდება
09 დეკ 202421:04
3 წუთის საკითხავი