logo
ENG



მდინარაძე: 20 ივნისს კობახიძის პასუხისმგებლობა იყო ძალიან დაბალი

19 ივნ 202019:00
3 წუთის საკითხავი
 
6p0qag6v8aa0y27.png

 

„ქართული ოცნების“ ლიდერი, მამუკა მდინარაძე 2019 წლის 20 ივნისს , მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კობახიძის პასუხისმგებლობა, სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელის დაკავებასთან დაკავშირებით ძალიან დაბალი იყო.

როგორც მდინარაძე განმარტავს, პროტოკოლი, რომელიც კობახიძესთან იყო შეთანხმებული არ ითვალისწინებდა, რომ რუსეთის წარმომადგენელი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩამჯდარიყო.

„შუადღეს გადამდგარიყო, 4 საათით ადრე გადამდგარიყო, თუ 7 საათით ადრე ეს არ იყო მთავარი მოთხოვნა. ეს რომ ერთადერთი მოთხოვნა ყოფილიყო, შეიძლება უფრო ეფიქრა კონკრეტულ ადამიანს, თუმცა იმის მაგივრად დღეს ძნელია სუბარი, იმიტომ რომ რეალურად ამ ადამიანის პირადი პასუხისმგებლობა იყო ძალიან დაბალი. მასთან შეთანხმებული პროტოკოლური პირობების თანახმად, სერგეი გავრილოვი, ოკუპანტი მხარის წარმომადგენელი მის სავარძელში არ უნდა ჩამჯდარიყო. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ გამოქვეყნებული დღის წესრიგი, რომელიც პროტოკოლზე მიანიშნებს და ამ პროტოკოლის მიხედვით ჩვენ ბერძენ კოლეგას უნდა წაეყვანა სხდომა და ირაკლი კობახიძეს როგორ შეიძლება ეს დაეზღვია, როდესაც პროტოკოლი შეთანხმებული იყო და მეორე დღეს გაფრინდა აზერბაიჯანში ვიზიტით და ამ დროს როგორ უნდა მოეხდინა პირადად მას უზრუნველყოფა იმისა, რომ პროვოკაციულად გავრილოვს არ მოენდომებინა სადღაც ჩაჯდომა. ჩვენ ხო ვიცით რომ ეს არ იყო შეთანხმებული პირობა და ადამიანი ვიზიტში როგორ უნდა გადამდგარიყო, ამაზე დამატებითი სპეკულირება ოპოზიციის ნამუსზე იყო“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 


close დახურვა