არ ვიცი ვინ არის სინდისის პატიმარი, ეს არის თქვენი შეფასება, ამიტომ, სანამ ერთი მხრიდან იქნება სინდისის პატიმარზე საუბარი და მეორე მხრიდან იქნება დამნაშავეზე, აქ შეთანხმება, საზოგადოებრივი თანხმობა და ერთობა ვერ შედგება, ბუნებრივია. ჩვენს შორის კიარ ვლაპარაკობ და გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანზე კი არ არის საუბარი, მაგალითად პრეზიდენტზე, მე ხო არ შეიძლება ამას რეკომენდაცია მივცე მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოუდგენელია. თქვენ როდესაც საუბრობთ ამაზე და ამბობთ, რომ სასულიერო პირებმა და სინოდის წევრებმა თქვეს, რომ სინდისის პატიმრების შეწყალება იქნება კარგი, მათ სინდისის პატიმრები არ უხსენებიათ, პირიქით, მათ თქვეს და ჩემთვის ეს პოზიცია მისაღებია, ვინც ინანიებს და სინანულზე საუბრობდნენ ისინი, შეიძლება სიტყვა-სიტყვით ვერ გავიმეორო, უბრალოდ აზრი ეს იყო, ვინც გამოხატავს სინანულს მისი შეწყალება არის კარგი, მოკლედ, აზრი ეს იყო, მე ამას ვეთანხმები. სინანული გამომდინარეობს აღიარებისგან, უკვე საერო პირის განმარტება შეიძლება იყოს ჩემი მხრიდან, რომ თუკი ადამიანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ინანიებს ამ ქმედებას, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ზოგადად, ამ შემთხვევაში ჩემი საქმე არ არის მაინც ვიტყვი, სახელმწიფო ზოგადად ასეთი პირის მიმართ უფრო ლმობიერია, მათ შორის, საპროცესო შეთანხმებასთან, შეწყალებასთან მიმართებაში და ასე შემდეგ. როდესაც თქვენ მათ უწოდებთ სინდისის პატიმარს, ჩემთვის როგორც ერთი მოქალაქისთვის, ეს არის სპეციალურად, განზრახ შექმნილი ბარიერი, რომ ისინი არ შეიწყალონ იმიტომ, რომ სინდისის პატიმარს როცა უწოდებ, აქ უფრო რთულად ხდება დათანხმება და შეთანხმება ამ თემაზე, და რადგან თქვენ მაინც ასე საუბრობთ, ესეიგი თქვენი ინტერესი არა მათი შეწყალება, არამედ ამ თემით პროპაგანდისტული მოქმედებებია საზოგადოების მიმართ.
