logo
ENG



მდინარაძე: გვარამია და ფორმულა აღიარებენ, რომ 39-40%-იანი რეიტინგი აქვს ქართულ ოცნებას

10 მარ 202014:45
3 წუთის საკითხავი
 

„გვარამია და ფორმულა აღიარებენ, რომ 39-40%-იანი რეიტინგი აქვს ქართულ ოცნებას,“ - ამ განცხადებას მმართველი გუნდის წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე ედისონ რისერჩის“ კვლევასთან დაკავშირებით აკეთებს, რომლის მიხედვითაც დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ხმას „ქართულ ოცნებას“ 29% მისცემდა.

მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ეს კვლევა „ფორმულას“ დაკვეთით გაკეთდა, ამიტომ ის ნაწილობრივ ენდობა მას, რაც იქიდან გამომდინარეობს, რომ ტელეკომპანიების მიერ დაკვეთილი კვლევები, არ ასახავს იმ რეალობას და განწყობას, რომელიც საზოგადოებაშია.

„გვარამია და ფორმულა, რომ გვიქვეყნებენ და აღიარებენ, რომ 30 - 40%-იანი რეიტინგი აქვს ქართულ ოცნებას, რეალურად რა არის ქართული ოცნების რეიტინგი, როცა სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ისინი ცდილობდნენ ქართული საზოგადოების დარწმუნებას, რომ 18-20 პროცენტიანი რეიტინგი ჰქონდა ქართულ ოცნებას. რა გათვლები აქვთ, რომ 39 და 40 პროცენტზე ალაპარაკდნენ უცებ ამას მომავალი გვიჩვენებს და ჩვენ ყველ ერთად ვნახავთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


close დახურვა