ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქართული ოცნების ვებგვერდებსა და სახელმწიფო უწყებების საიტზე კიბერშეტევა მიმდინარეობს.
"მიმდინარეობს კიბერშეტევა, როგორც ქართული ოცნების ვებგვერდებზე, ასევე სახელმწიფო უწყებების საიტებზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის იმ გეგმის ნაწილი, რომლის შესრულება ნეობოლშევიკებმა, თან დღევანდელ დღეს, ვერ მოახერხეს. მათ საბედნიეროდ, პრინციპში, საბოლოო ჯამში, შეიძლება ვთქვათ, რომ ვერ გაბედეს წინააღმდეგობის გაწევა კანონის მიმართ, ვერ გაბედეს წინააღმდეგობის გაწევა სახელმწიფოს მიმართ", - თქვა მდინარაძემ.
მისი განცხადებით, გამოძიება მალე გამოავლენს, "ვინ უწყობს ხელს დესტაბილიცაზიის გეგმას".
"დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები შეეცდებიან, რომ უმოკლეს პერიოდში გამოიძიონ, ვინ უწყობს ხელს დესტაბილიცაზიის გეგმას, რომელიც უკვე ფაქტია, რაც არ უნდა კიბერშეტევები ახორციელონ, რაც არ უნდა სხვა დესტრუქციული მოქმედებები მოიშველიონ, სახელმწიფო დგას თავის ადგილას, კანონი დგას თავის ადგილას და ამ კანონის ფარგლებშიც გამოძიებული იქნება და ფარდა აეხდება ყველაფერს დღევანდელ დღეს", - განაცხადა მდინარაძემ.