logo
ENG



მდინარაძე: პრაქტიკულად აღარაა ქოლცენტრები, კომისიის მიზანი გამოძიებისთვის ხელის შეშლაა

04 მაი 202316:56
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე: პრაქტიკულად აღარაა ქოლცენტრები, კომისიის მიზანი გამოძიებისთვის ხელის შეშლაა
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანი გამოძიებისთვის ხელშეშლა და "ქართველი სამართალდამცველების უდიდესი წარმატების გადაფარვაა".

მისი თქმით, ბოლო წლებში ინტენსიური მუშაობის შედეგად ქოლცენტრების რაოდენობა საქართველოში "0-მდეა დაყვანილი, პრაქტიკულად აღარ არსებობს ქოლცენტრები და თუ კი სადმე არის, ამაზე დღესაც გრძელდება მუშაობა".

მდინარაძის თქმით, ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც ქოლცენტრების გამოსაძიებლად საგამოძიებო კომისიის შექმნა სურთ. მისი თქმით, ქართულ გამოძიებას აქვს დიდი წარმატებები ამ კუთხით და მათ "რიგ შემთხვევებში დამოუკიდებლად და აღმოფხვრეს უამრავი დანაშაული".

"მათ პირველ რიგში, უნდათ, გადაფარონ ქართველი სამართალდამცველების უდიდესი წარმატება და არ დაგვავიწყდეს, რომ ამაზე რთულად გამოსაძიებელი რომელი საქმე შეიძლება იყოს ბევრის დასახელება ალბათ გაგვიჭირდება. ურთულესი საქმეა, ბევრ ქვეყანაში ამის გამოძიებას ვერც ახერხებენ. იციან, რომ არსებობს ქოლცენტრები მაგრამ ვერ ახერხებენ. ქართველ სამართალდამცველებმა ეს შეძლეს, ზოგ შემთხვევაში ჩვენს ევროპელ და სხვა მეგობრებთან და ამ ქვეყნების სამართალდამცველებთან ერთად, რიგ შემთხვევებში დამოუკიდებლად და აღმოფხვრეს უამრავი დანაშაული" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, ადგილობრივი სამართალდამცველების მუშაობას დაემატა მეგობარი ქვეყნების სამართალდამცველებთან მუშაობა, რასაც მოჰყვა მეტი გახსნილი საქმე და "უამრავი ქოლცენტრის ლიკვიდაცია მოხდა" და "დააკავეს უამრავი ადამიანი".

ოცნების ლიდერის აზრით, საგამოძიებო კომისიის შექმნა არა ჭეშმარიტების დადგენას, არამედ გამოძიებისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად.

"ამის ფონზე, როცა გამოძიება კიდევ მიმდინარეობს, სადმე კუდები ხომ არ არის, და შეიძლება იყოს კიდევაც დარჩენილი და ამის აღმოფხვრა უნდა მოხდეს, ახლა მოიგონეს, რომ თურმე პარლამენტმა, ამ ძალიან კვალიფიციურმა სამართალდამცველებმა და მათთან ერთად მომავალში და წარსულში ევროპელებმა კი არ უნდა გამოიძიონ, თურმე, ჩვენ უნდა დავსხდეთ აქ და ვიძიოთ რითაც ხელი უნდა შევუშალოთ რეალურად, რა დამატებით ბენეფიტზეა საუბარი. უფრო კარგად რა უნდა გამოიძიო? მეტი იცი? მეტად ჩაყვები სიღრმეში თუ რა?... რამენაირად ახლა ხელი უნდა შეუშალონ, რამენაირად უნდა ამოქექონ რა არის იქ და რაზეც არ აქვთ ვთქვათ წვდომა მათ ბრალდებულებს და მის ადვოკატებს, იქ უნდა ჩაიხედონ რამენაირად...ხელშეშლა და ქართველი სამართალდამცველების წარმატების გადაფარვა არის მთავარი მიზანი." - განაცხადა მდინარაძემ.


close დახურვა