logo
ENG



მდინარაძე: საარჩევნო შედეგები სცდება ხოლმე კვლევის შედეგებს

19 ნოე 201914:25
3 წუთის საკითხავი
 
l24mcyhxfpswg3p.jpg

"ქართული ოცნების" წევრი, მამუკა მდინარაძე IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს ეხმაურება,  რომელიც მმართველი გუნდის მხარდამჭერთა რაოდენობის შემცირებას, აგრეთვე თავად კალაძის რეიტინგის გაუარესებასა და მოქალაქეთა უმრავლესობის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მხარდაჭერას ეხება. მდინარაძე კვლევის შედეგებს არ ენდობა და აცხადებს, რომ ეს შედეგები უკვე რამდენიმე წელია ესე ვრცელდება, თუმცა საბოლოო ჯამში არჩევნები სულ სხვა შედეგს იძლევა.

„უკვე სასაცილოა ეს ამბავი თუ ჩაატარა  IRI-მ და გამოაქვეყნა იქ ბაქრაძე და ევროპული საქართველო და სხვა შედეგები გვაქვს თუ NDI-მ გაგვაცნო ეს შედეგები, იქ მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა არის რაღაც კუთხით დომინანტი, ეს ტენდენციური კვლევები საქართველოში რამდენიმე წელია ვრცელდება, გვეუბნებიან ასეა და შემდეგ საარჩევნო შედეგები მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე 10-ეული პროცენტით ცდება ხოლმე ამ კვლევის შედეგებს,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 


close დახურვა