პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გაიმართება. მანამდე კი საერთო პოზიციებს მართველი გუნდი ქართული ოცნების ოფისში შეაჯერებს.
„ქართლი ოცნების“ წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს უმრავლესობიდან 92 დეპუტატი დაუჭერს მხარს.
„მინდა დაგიდასტუროთ, რომ რაიმე რადიკალური განსხვავება იმ შეთანხმებასთან მიმართებით, რომელიც 8 მარტს შედგა მხარეებს შორის მოსახლეობას არ ჰქონია და ჩვენი საზოგადოება ფორმალურ დონეზეც კი დადასტურდა, რომ ეთანხმება ჩვენს მიერ დაანონსებულ ცვლილებებს 120/30-ზე სისტემით არჩევნების ჩატარებას. 92 დეპუტატი მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს გარანტირებულად“, - განაცხდა მამუკა მდინარაძემ.
ოპოზიციაა მიიჩნევს რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში პასუხისმგებელი ქართული ოცნება იქნება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება ამაზე პასუხისმგებელი იქნება ქართული ოცნება. მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება 8 მარტის შეთანხმებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას შეასრულებს ისინი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების პროცესში მონაწილეობას მიიღებენ.
დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, საფრთხე იმისა, რომ ჩავარდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, მართლაც არსებობს და იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებები მაინ ჩავარდა ისინი პასუხისმგებლობას როგორც "ქართულ ოცნებას", ასევე ოპოზიციას აკისრებენ.