საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მთავრობა უახლოეს დღეებში ანტიკრიზისულ რეალისტურ გეგმას წარადგენს, რომელიც რეალისტურ ციფრებზე იქნება დამყარებული.
მდინარაძის თქმით, გეგმა ეკონომიკის სტიმულირებას მოახდენს.
„უახლოეს დღეებში მთავრობა წარმოადგენს რეალისტურ გეგმას რეალისტური ციფრებით, რაც იქნება საჭიროებებზე სეგმენტურად მორგებული. ამ გეგმით მოვახდენთ ერთის მხრივ, ეკონომიკის სტიმულირებას და მეორეს მხრივ, ჩვენი მოსახლეობის დახმარებას შევძლებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.