logo
ENG



მდინარაძე: შეიძლება სააკაშვილი და სხვა ლიდერები წირავენ ამ ადამიანებს და ჩვენ არ გავწირეთ

19 ნოე 202116:17
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე: შეიძლება სააკაშვილი და სხვა ლიდერები წირავენ ამ ადამიანებს და ჩვენ არ გავწირეთ
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება შეიძლება "დაეხმაროს" მიხეილ სააკაშვილს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. მისივე თქმით, სხვა მოშიმშილეებიც რომ შეწყვეტენ შიმშილობას, კარგია.

"ჩემთვის პირადად, კიდევ უფრო მეტი მოტივაცია ამ გადაწყვეტილების შექების არის ის, რომ ღირდა თუნდაც ელენე ხოშტარიასთვის. ღირდა იმ ადამიანებისთვის, ვინც შიმშილობს მიხეილ სააკაშვილისთვის. გასაგებია, რომ თავად შეიძლება სააკაშვილი და სხვა ლიდერები წირავენ ამ ადამიანებს და ჩვენ არ გავწირეთ, ეს არის ძალიან კარგი", - ამბობს მდინარაძე TV იმედის ეთერში.

იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. გადაყვანაზე გადაწყვეტილება ახლა სააკაშვილმა უნდა მიიღოს. 

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. 

გუშინ, 18 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა. 

მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ. 


close დახურვა