ქართული ოცნების ერთიერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, შემდეგი კვირიდან რეგიონებში გავლენ და მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ.
როგორც მან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, "ამას შეიძლება დავარქვათ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანიის დაწყებაც".
"ჩვენ მიმდინარე საკითხებზე ვილაპარაკეთ, რეგიონებზეც და ამ ჭრილში, რეგიონების ჭრილში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შემდეგი კვირიდან, მმართველი პარტიის ხელმძღვანელები გავალთ რეგიონებში, მათ შორის შეიძლება დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყებაც კი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მაგრამ სხვა საკითხები იქნება ასევე პრიორიტეტული, რეგიონული გამოწვევები და ჩვენ გვექნება თითქმის ყველა რეგიონებში მომდევნო ორი თვის განმავლობაში შეხვედრები", - თქვა მდინარაძემ.