logo
ENG



მდინარაძე: წყალი არ გაუვა იმას, რომ ქართული ოცნების გამარჯვება გარდაუვალია

31 ოქტ 202016:44
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების ლიდერი, მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნები მათი პარტიის გამარჯვებით დასრულდება. ამაზე მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ მორიგ ბრიფინგზე განაცხადა:

"უკვე წყალი არ გაუვა იმას, რომ ქართული ოცნების გამარჯვება გაურდაუვალია".

მდინარაძემ მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ 20 საათის ჩათვლით იაქტიურონ, რათა "გააფორმონ გამარჯვება". 

"თუ იგივე აქტიურობა იქნება ქართული ოცნების მხარდამჭერების და ამომრჩევლების მხრიდან, ჩვენ, შეიძლება, მივიღოთ ისეთი შედეგი, რომელიც ბევრს ვერც კი წარმოუდგენია", - თქვა მამუკა მდინარაძემ. 

მთელი დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით არაერთ უბანზე სხვადასხვა დარღვევა ვლინდება. შსს-მ 6 ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით გამოძიებაც დაიწყო. 

დღეს, 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია. საქართველო X მოწვევის პარლამენტს, წინა წლებისგან განსხვავებული სისტემით ირჩევს - მეათე მოწვევის პარლამენტში 120 მანდატი პროპორციული სიით შეივსება, 30 - მაჟორიტარულით.

 


close დახურვა