logo
ENG



მდინარაძე - თუ ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე შეთანხმდება, ეს გამარჯვებას უფრო გაგვიადვილებს

17 ივნ 202009:50
3 წუთის საკითხავი
 

მმართველ პარტიაში  მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ გაიმარჯვებენ.

უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, თუ ხელისუფლების ოპონენტები  საერთო კანდიდატებზე შეთანხმდებიან მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების პირველივე ტურს „ქართული ოცნება“ მოიგებს.

„ჩვენ ვამბობდით, რომ შემთხვევითი არ არის ეს საზოგადოების განწყობიდან და რეიტინგებიდან გამომდინარეობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ გარანტირებულად გაიმარჯვებს. მაგრამ თუ ისინი შეთანხმდებიან საერთო კანდიდატებზე, ეს კიდევ უფრო გააადვილებს „ქართული ოცნების“ გამარჯვებას მაჟორიტარულ ოლქებში პირველივე ტურში. თუ ეყოლებათ 1 საერთო წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში მეორე ტური ვეღარ იქნება. მინიმუმ 60%-იანი რეიტინგით დავასრულებთ პირველივე ტურებში არჩევნებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით შეთანხმება არსებობს. მათი თქმით, კანდიდატების წარდგენა 2 დღეში მოხდება.


close დახურვა