საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის, განცხადებით, ქართულმა ოცნებამ მაჟორატი დეპუტატობის კანდიდატებად ახალ სახეებთან ერთად ძველი, „მძიმეწონიანი“ პოლიტიკოსები წარადგინა.
მდინარაძის შეფასებით, 30-ვე კანდიდატი ღირსეული და წარმატებულია.
„დღეს დავასახელეთ 30 წარმატებული ადამიანი და ისინი, თითოეულს შეგიძლიათ გადახედოთ, არიან ღირსეული ადამიანები და ისინი საპარლამენტო ცხოვრებას კიდევ უფრო გააუმჯობესებენ. მეც წეღან ვახსენე - მძიმეწონიანი პოლიტიკოსები, თქვენ ნახეთ, რომ მათ შემადგენლობაში არიან ე.წ. ახალი სახეები, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც 2012 წლიდან მოყვებიან ქართულ ოცნებას, გუნდის ღირსეული ძველი წევრები, მძიმეწონიანი პოლიტიკოსები არიან და მათი სინთეზი საბოლოო ჯამში მიდის იქით, რომ ჩვენ გათვლა გვაქვს გამოცდილებაზე, პროფესიონალიზმზე, კომპეტენციაზე, რაც უნდა გამოადგეს საქართველოს პარლამენტს და თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა მდინარაძემ.
არჩენვებისთვის თბილისში მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატების სიას დეტალურად გაეცანით აქ.
ქვეყნის მასშტაბით წარდგენილი კანდიდატები იხილეთ ბმულზე.