logo
ENG



მდინარაძე NDI-ის კვლევაზე: საველე სამუშაოები ნაცმოძრაობის ორგანიზაციამ, CRRC-მა ჩაატარა

14 სექ 202011:39
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ CRRC-ი, რომელმაც NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა, "ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაციაა".

მდინარაძის თქმით, CRRC-ი ხშირად 20-25%-ით ცდება.

"მე არ ვიცი, რას ემსახურება CRRC-ის ეს მონაცემები, რომლებიც, ალბათ, ვერ იქნება რეალობასთან შესაბამისი და ამის გაგრძელება იქნება, რომ შეგვაგუებენ ჩვენ და ქართულ საზოგადოებას, რომ არარეალური მონაცემებით დაიწყონ და შემდეგ უკვე არარეალური, ნახევარფაბრიკატები დადონ. მაგალითად, პირდაპირი გამოკითხვები ალოკაციის გარეშე და აქაც მანიპულაცია გააკეთონ. CRRC-ი ნაცმოძრაობის ორგანიზაციაა და СRRC-ი იცით, რომ ხშირად 20-25%-ით ცდებოდა. 100%-დან 20-25%-ით რომ შეცდები, ეს ბექგრაუნდი რის საშუალებას იძლევა, თავად ხვდებით", - აღნიშნა მდინარაძემ.

NDI-ის დაკვეთით, კვლევის საველე სამუშაოები CRRC-მ 6-11 აგვისტოს ჩაატარა. სატელეფონო გზით გამოიკითხა 2 045 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%-ია.


close დახურვა