logo
ENG



მდინარაძე ბერძენიშვილზე: ყინულმჭრელია მახინჯი, ფსევდოლიბერალური მიმდინარეობის

16 მაი 202314:37
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე ბერძენიშვილზე: ყინულმჭრელია მახინჯი, ფსევდოლიბერალური მიმდინარეობის
ვახო ქარელი/ფორმულა

თავად ხელისუფლებას კი არა, საუკუნეების წინანდელ აღიარებულ წმინდანებს და გმირებს ებრძვის და ხელისუფლებას რომ ებრძოლოს, დიდი ამბავი, საერთოდ არ გაგვიკვირდება. ეს არის ადამიანი, რომელიც მთავარს ებრძვის, არა თუ  ხელისუფლებას, ებრძვის ეროვნულ იდენტობას და ყველაფერს ეროვნულს. ეს არის ადამიანი, რომელიც წმინდანებს შეურაცხყოფას აყენებს, ეს არის ყინულმჭრელი ახალი, მახინჯი, ფსევდო ლიბერალური მიმდინარეობის, იმ ადამიანების წინ მდგომი ადამიანი, რომლებსაც სურთ, რომ ყველაფერი ეროვნული, გახადონ, მაგალითად რუსული. რაღაცას რომ ვიტყვი რაც ქართულ, ეროვნულ ინტერესებთან არის დაკავშირებული, მყისვე მცდელობა ხდება იმისა, რომ რაღაცნაირად  ეს დაკავშირებულ იქნას რუსულ საქმესთან და ლევან ბერძენიშვილი არის ერთ-ერთი მთავარი ყინულმჭრელი, აი, ამ ძალიან ცუდ, ანტიეროვნულ საქმეში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მას ვიღაც ფიზიკურად უნდა გაუსწორდეს.


close დახურვა