logo
ENG



მდინარაძე დედაენის ბაღზე: პროვოკაცია იყო, ვითომ დიდი ეროვნული საქმე გავაკეთეთ

05 აგვ 202216:11
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე დედაენის ბაღზე: პროვოკაცია იყო, ვითომ დიდი ეროვნული საქმე გავაკეთეთ
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე დედაენის ბარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებას აკრიტიკებს.

მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც გუშინ დედაენის ბარს ინტერნეტ სივრცეში დაბალ შეფასებებს უწერდნენ პროვოკატირები იყვნენ და ხალხი ამას "უნდა მიმხვდარიყო".

"რომელი ერის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, როდესაც ვიღაც პროვოკატორი პროვოკაციაზე მიდის და კონკრეტულ კვების ობიექტს დაბალ ქულებს უწერს, უნდა მივხვდეთ, რომ ის არის პროვოკატორი. ეროვნულობას და ეთნიკურ ნიშანს კი არ აქვს მნიშვნელობა. არის ვიღაც პროვოკატორი, რომელიც არის ამ შემთხვევაში მედლის მეორე მხარე. სამწუხაროა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ერთი მხრივ, ქსენოფობიურ კამპანიას აწარმოებენ და მეორე მხრივ, ხომ უნდა მივხვდეთ, რომ ის არის პროვოკატორი? ამ პროვოკაციაზე წამოაგო გარკვეული პირთა წრე, თავისი ეროვნების წარმომადგენლები და ამას საპირისპირო კამპანია მოჰყვა, ვითომ დიდი ეროვნული საქმე გავაკეთეთ. ხომ უნდა მიხვდე, რომ შენი ქსენოფობიური კამპანია ვერ დააზღვევს ამ პროვოკაციებს, პირიქით გაამყარებს და ამ დროს შენ წამოეგე პროვოკაციებზე. ნუ აგიჟებენ ამ ხალხს, დაანებონ თავი რაღაც განწყობების გაღვივებას, რომლებიც ცუდ ამბებთან მიგვიყვანს. რომ ვერ ჩაგვითრიეს ვერანაირი გზით ომში, ახლა ქსენოფობიური კამპანიის გაღვივებით, პიარ კამპანიების დაგეგმვით და ნაღმების აფეთქებით ცდილობენ იქამდე მისვლას, სადაც მანამდე ცდილობდნენ და არ გამოუვიდათ"- ამბობს მდინარაძე.

გუშინ, 4 აგვისტოს სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ სივრცეში ბარზე რუსეთის მოქალაქეების თავდასხმის შედეგად Google-ში ათასობით დაბალი შეფასება, უარყოფითი, ცრუ და მუქარის შემცველი კომენტარი გაჩნდა, რითაც ბარის რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა. 

თუმცა ახლანდელი მონაცემებით, ბარის შეფასება 4.8 ვარსკვლავია და რუსეთის მოქალაქეების მიერ მასობრივად დაწერილი უარყოფითი შეფასებები პლატფორმიდან წაშლილია.


close დახურვა