logo
ENG



მდინარაძე თადუმაძის დიპლომზე ეჭვების გასაბათილებლად ჯანეზაშვილის დიპლომს ასაჯაროებს

10 ოქტ 201911:01
3 წუთის საკითხავი
 
5jbypc4vd16aiwd.png

უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომის თემას იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ეხმაურება და ოპონენტების არგუმენტების საპასუხოდ, ნაზი ჯანეზაშვილის დიპლომს ასაჯაროებს. 

მდინარაძის თქმით, არგუმენტი, რომლის თანახმადაც ეჭვი თადუმაძის დიპლომის ნამდვილობაში მხოლოდ იმიტომ შეიტანეს, რომ მის უმაღლესს ნოდარ დუმბაძის სახლელი 2003 წლიდან მიენიჭა, გენერალური პროკურორის მიერ მანამდე აღებულ დიპლომში კი სასწავლებელი ამ სახელითაა მოხსენიებული, არ გამოდგება. 

მდინარაძე საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, იუსტიციის საბჭოს არამსოამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის დიპლომს ასაჯაროებს, რომელმაც იგივე უმაღლესი 2002 წელს დაამთავრა. 

"ჩვენ მოვიძიეთ მისი დიპლომი, მის დიპლომშიც 2002 წელი ფიქსირდება, ანუ 2003 წლამდე პერიოდი და ამ ადამიანის სახელი და გვარია ნაზი ჯანეზაშვილი. ეს არის საჯარო, ქალბატონი ნაზი, რომლის კვალიფიკაციაშიც და დიპლომის სინამდვილეში არ გვეპარება ეჭვი, ამის საფუძველი ჩვენ არ გვქონდა. ამ ადამიანმა წარმოადგინა ეს დიპლომი მაშინ, როდესაც ის იყო კანდიდატი და შემდეგ მხარდაჭერილი ჩვენ მიერ და ჩვენთან ერთად ჩვენმა პატივცემულმა ოპოზიციონერებმაც დაუჭირეს მას მხარი. არგუმენტი, რომლის მიხედვითაც შეუძლებელი იყო 2003 წლამდე ნოდარ დუმბაძის სახელის მითითება ამ ინსტიტუტის დასახელებაში, მოგვიწევს გადავდოთ გვერდზე," - აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

შეგახსენებთ, რომ ნაზი ჯანეზაშვილი უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს შორის არასდროს ყოფილა.

 


close დახურვა