logo
ENG



მდინარაძე იმეორებს, რომ ოპოზიცია ფარულად ახდენს მხადამჭერების მობილიზებას

21 ნოე 202014:35
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/21/lh3f3198tzkalq1.jpeg

მამუკა მდინარაძე ირაკლი კობახიძის ნათქვამს იმეორებს და ამბობს, რომ ოპოზიცია ფარულად ახდენს თავისი ამომრჩევლების მობილიზებას. მისივე მტკიცებით, ყველა უბანთან არიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

"ანალოგიური სიტუაცია იყო 2016 წელსაც. აცხადებდნენ, რომ არ იღებდნენ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, თუმცა მათ მაშინაც, საჯაროდ გახმოვანებული განცხადებებისგან განსხვავებით, მოახდინეს მხარდამჭერების მობილიზება. შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ მხარდაჭერა ,ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიმართ. აქვე, შეგვიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ პანდემიასთან დაკავშირებული რისკები საარჩევნო უბნებზე მინიმუმამდეა დაყვანილი... ჩემი ეს განცხადება, რომ ისინი ახდენენ ამომრჩევლების მობილიზებას, ძალიან მალე, უკვ საღამოს გახდება ცნობილი",- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ის, რომ ბოიკოტის მიუხედავად ოპოზიცია ამომრჩევლის მობილიზებას მაინც ახდენს, მანამდე ირაკლი კობახიძემ თქვა. მისი თქმით აგიტატორბი კორპუს-კორპუს დადიან და მოუწოდებენ ამომრჩეველს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ.

მამუკა მდინარაძე არჩევნებზე ამომრჩევლის დაბალ აქტივობასაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ ეს ბუნებრივია. მისი შეფასებით, მეორ ტურს მსგავსი ტენდენცია ზოგადად ახასიათებს. გარდა ამისა, გავლენას ახდენს სხვა გარემოებებიც, მათ შორის ოპოზიციის საჯარო განცხადებები.

"ზოგადად, ყველა მეორე ტურში საქართველოში რაც იმართებოდა და დღესაც ასეა, აცდენა ამ სტატისტიკისგან არ იქნება, ფიქსირდება შედარებით დაბალი აქტივობა. თუ სწორად მახსოვს, 50%-ზე მეტი იყო 2016 წლის არჩევნების პირველი ტურის აქტივობა, მეორე ტურში ჩამოვიდა 36-37%-მდე. აგრეთვე, ბუნებრივია, სერიოზულ გავლენას ახდენს მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. გავლენას ასევე ახდენს ოპოზიციის საჯარო განცხადებები იმის შესახებ, რომ არ მივიდნენ მათი მხარდამჭერები არჩევნებზე", — თქვა მდინარაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 177 462-მა ადამიანმა, რაც ამომრჩეველთა 8.29%-ს შეადგენს. 


close დახურვა