logo
ENG



მდინარაძე ოპოზიციას: რომ გადაახვიო უკან, არ ჩავასმევინებდი არავის გავრილოვს სკამში

29 მაი 202019:29
3 წუთის საკითხავი
 

უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხადა, რომ ოპოზიციამ გავრილოვის ამბავი საკუთარი პიარისთვის გამოიყენა, რათა მათი შეცდომები გადაეფარათ.

ასევე მიდნარაძემ განაცხადა, რომ გავრილოვის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის დაკავება შეცდომა იყო.

„გავრილოვი საკრალური გახადეთ, პიარული ნაწილი იყო ეს და ამ პიარში რაღაცა წარმატება მოიპოვეთ. მერე თქვენმა ლიდერებმა დაადასტურეს, რომ ვაიძულეთ და ვიღაცას ვასროლინეთო. მართლა შეცდომა იყო და რომ გადაახვიო უკან არ ჩავასმევინებდი არავის გავრილოვს სკამში, მაგრამ ეს საკრალურობა გამოიყენეთ ამის გადასაფარად. “,-განაცხადა მდინარაძემ.

 


close დახურვა