საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საკომიტეტო დარბაზიდან ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაძევების ფაქტს ეხმაურება. მდინარაძე ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს შექმნილი ვითარებისთვის ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ერთ-ერთი ჟურნალისტს გაძევება დარბაზიდან განსაკუთრებით მძიმე სანახავი იყო. მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდის წევრმა მედიის წარმომადგენლებს სთხოვა დაესახელებინათ რომელიმე ქვეყანა, სადაც ჟურნალისტები კომიტეტის სხდომაზე პირდაპირ ეთერში ერთვებიან და დარბაზში გადაადგილდებიან.
„ძალიან არ მომეწონა ის ფორმა, რა ფორმითაც გაიყვანეს ერთ-ერთი ჟურნალისტი კომიტეტის დარბაზიდან. ამისთვის ბოდიშს გიხდით. ასევე მინდა გთხოვოთ, რომ თქვენ დამისახელოთ ერთი ქვეყანა, სადაც პირდაპირ ეთერში ერთვებიან კომიტეტის სხდომიდან ჟურნალისტები, თუ შეიძლება გაიხსენოთ ასეთი ქვეყანა?! ასეთი ქვეყანა არ არსებობს. ძალიან მძიმე იყო საყურებელი ის, რაც ხდებოდა. მეორე - არ არსებობს ქვეყანა, როდესაც კომიტეტის მიმდინარეობის დროს გადაადგილდებიან დარბაზში, როდესაც გამომსვლელი გამოდის სიტყვით, მასთან მირბიან და ინტერვიუს სთხოვენ", - აღნიშნა მდინარაძემ.
შეგახსნებთ, რომ მანდატურებმა ჟურნალისტები და ოპერატორები დარბაზიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.