logo
ENG



მდინარაძე სირცხვილიას პასუხობს: უნიჭო, მდაბიო, გოიმური პერფორმანსი, სირცხვილი ეს არის

12 დეკ 201913:48
3 წუთის საკითხავი
 
0vuwug8r3ubvocg.png

"ქალებს უშვებენ უნიჭო, მდაბიო, გოიმური პერფორმანსების დასადგმელად, სირცხვილი ეს არის",- ასე ეხმაურება უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების დასხმაზე პასუხისმგებლობის აღებას. მან მკაცრად გააკრიტიკა მოძრაობის წევრები და განაცხადა, რომ ისინი "კმარას" მდაბიო მეთოდებით მოქმედებენ. 

"როდესაც ალერგიულია ადამიანი, მაგალითად ენძელა მაჭავარიანი, ამაზეც აპირებს პასუხისმგებლობას ის ვიღაც "სირცხვილია" თუ "ნაცმოძრაობის" დამატება, რომელიც "კმარას" მეთოდებით მოქმედებს. არ შეიძლება რაც არ უნდ არ მოგწონდეს რაღაც პროცესები, ასეთი მდაბიო საქციელებით პერფორმანსები დადგა. კრიმინალზე ვერ წავიდოდნენ და არაფერი ისეთი არ იქნება, უსაფრთხოების მიზნით გადავწყვიტეთ დეპუტატები და თქვენ გაგვეყვანეთ დარბაზიდან. კაცებიც არ ჰყავთ რომ შემოვიდნენ და თუ რამე პერფოპრმანსის დადგმა უნდათ, ქალებს უშვებენ",-აცხადებს მამუკა მდინარაძე.  

შეგახსენებთ, რო ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციონერმა ლიდერმა პარლამენტში სესიის მიმდინარეობის დროს გაურკვეველი ნივთიერება დაასხა მაგიდაზე, რასაც მძაფრი სუნი ჰქონდა. სესიაზე უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე შესვენება გამოცხადდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.


close დახურვა