logo
ENG



მდინარაძე ტროლებზე: ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა რეგულაციებზე

21 დეკ 201921:01
3 წუთის საკითხავი
 
46nwmuaau301q5h.jpg

მამუკა მდინარაძე ფეისბუკის მიერ გამოვლენილი ყალბი ექაუნთების სკანდალს ეხმაურება. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე ავრცელებს განცხადებას, რომ მთავრობა მზადაა, დაიწყოს რეგულაციებზე მუშაობა გარკვეული ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ. მისივე განცხადებით, მთავრობას ნახსენებ ანგარიშებთან არანაირი კავშირი არ აქვს. მამუკა მდინარაძე ოპოზიციურ პარტიებზე მიანიშნებს და წერს, რომ ინფორმაციის რეგულირების წინააღმდეგ ისევ მათი მოწინააღმდეგეები იქნებიან.

იმ ჯგუფთან, რომელზეც facebook-ის ოფიციალურ განცხადებაშია ლაპარაკი, პარტია „ქართულ ოცნებას” და მის მენეჯმენტს, არც ოფიციალურ (ფორმალურ) დონეზე და არც არაოფიციალურად, არანაირი ურთიერთობა არ აქვს. თუმცა გაუქმებული ანგარიშების უდიდესი ნაწილი, ჩანს, რომ მხარს უჭერდა ხელისუფლებას ან ავრცელებდა ნეგატიურ ინფორმაციას ნაცმოძრაობასა და მის დანაყოფებზე (რაც პრინციპში არც დიდ სირთულეს წარმოადგენს და არც ტყუილების თქმას საჭიროებს). ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა რეგულაციებზე, რომლებიც საზოგადოების დეზინფორმაციის პრევენციას მოახდენენ. დარწმუნებული ვარ მალევე გამოჩნდებიან ამის წინააღმდეგ წამსვლელი ადამიანები და იტყვიან, რომ რისკის ქვეშ დგება სიტყვის თავისუფლება. ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომელი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლები და მხარდამჭერები იქნებიან ეს ადამიანები“, - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ფეისბუკმა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ასობით გვერდი და ჯგუფი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად სოციალურმა ქსელმა გაავრცელა.


close დახურვა