logo
ENG



მდინარაძემ ან კითხვა არ იცის, ან შეგნებულად იტყუება - ბათუ ქუთელია

03 თებ 202020:36
3 წუთის საკითხავი
clock 364

ბათუ ქუთელია მამუკა მდინარაძის განცხადებას სიცრუეს და უღირს საქციელს უწოდებს. მისი თქმით, ის კომპანიას მესამე მხარედ ჰყავს დაქირავებული და მსგავს პოზიციაზე Orion Strategy-ს შესაძლოა სხვა ექსპერტებიც ჰყავდეს.

„რაზეც მდინარაძემ ისაუბრა, არის ტყუილი. მან ან კითხვა არ იცის, ან შეგნებულად იტყუება - ეს ნებისმიერ შემთხვევაში უღირსი საქციელია. რაც შეეხება ჩემს საქმიანობას - მე ანალიტიკურ მომსახურებას ვუწევ რამდენიმე ამერიკულ კომპანიას და აქტიურად ვასრულებ ამ სამსახურს. არანირი კავშირი არ მაქვს პარტიის საქმიანობასთან და ჩემი ძირითადი საქმიანობა არის ამერიკული კომპანიებისთვის დახმარების აღმოჩენა. მდინარაძეს ვურჩევდი, მიხედონ ქვეყანას, რომელმაც გადაუხვია დასავლური ინტეგრაციის გზას“, - აცხადებს ბათუ ქუთელია.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე გაასაჯაროვა კონტრაქტი და განაცხადა, რომ ბათუ ქუთელია კონტრაქტის ხელმომწერი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ამ განცხადებას სიცრუე უწოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზეც.


close დახურვა