logo
ENG



მდინარაძეს სუს-ის უფროსის პოსტზე 4 ახალი მოადგილე ჰყავს

04 სექ 202512:54
3 წუთის საკითხავი
 
2025/09/04/lgsifkgsxz6wati.jpg

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე 4 ახალი მოადგილე ჰყავს.

მდინარაძის პირველ მოადგილედ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე დაინიშნა, მოადგილეებად კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი თამაზ ბორაშვილი დაინიშნნენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი მოადგილე, ლევან ხარაბაძე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს პოლიციის მაღალჩინოსანი იყო და აქციის დარბევაში მონაწილეობდა.

ამის შესახებ დღეს ჟურნალსიტებმა კობახიძეს ჰკითხეს, რომელმაც თქვა, რომ "ხარაბაძე ყველა სამსახურში ღირსეულად ემსახურებოდა ქვეყანას და ის ძალიან ღირსეული კაცია".


close დახურვა